დიდუბის რაიონის მოსახლეობას 7 ახალი სკვერი ექნება

დიდუბის რაიონში, 7 ახალი მოსასვენებელი სკვერი ეწყობა.
აღმაშენებლის გამზირ N181-ში, გოგოლაურის ქ. N18-ში, წერეთლის გამზირ N87-79-ს შორის, ახმეტელის ქ. N6-ში, ლუბლიანას ქუჩა N.11-ში, ასევე დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-14-სა და მე-5 კვარტლის მე-20 კორპუსებთან სკვერების მოწყობის სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიები დასუფთავდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგვისგან, განხორციელდა დაზიანებული ბორდიურების დემონტაჟი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრანიტის ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები. სკვერების ტერიტორია შემოისაზღვრება ლითონის ღობით, დამონტაჟდება გარე განათების ბოძები, დაიდგმება საპარკე სკამები და სანაგვე ურნები, ასევე სასმელი წყლის სოკოები.
სკვერებში პატარებისთვის გასართობი ზონაც იქნება. კაუჩუკის ხელოვნურ საფარზე დამონტაჟდება გასართობი საბავშვო ატრაქციონი სასრიალოებით, კარუსელითა და საქანელებით.
სკვერებში სამუშაოების დასრულების შემდგომ, დიდუბის მოსახლეობას დამატებით 7 ახალი კომფორტული მოსასვენებელი ზონა ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები