გიორგი კვირიკაშვილი ათათურქის მავზოლეუმს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შეხვედრების დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის საფლავი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
“ათათურქმა, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მოღვაწემ და ლიდერმა, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა კაცობრიობის ისტორიაში,” – აღნიშნულია ჩანაწერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები