იმერეთის რეგიონში საპილოტე პროექტის – „აბრეშუმი ხარაგაულიდან“ განხორციელება იწყება

იმერეთის რეგიონში საპილოტე პროექტის – „აბრეშუმი ხარაგაულიდან“ განხორციელება იწყება. აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი დანადგარის ამოქმედებას ხარაგაულში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც “კვირას“ იმერეთის გუბერნიიდან აცნობეს, აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი დანადგარი ხარაგაულში კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობით ამუშავდება. მეაბრეშუმეობის დარგის განვითარება თუთის ჯიშების გენოფონდის შენარჩუნებასა და სარეალიზაციო ბაზრების მოძიებას ითვალისწინებს. მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს უკვე გადასცა, რომელიც ბენეფიციარებს უსასყიდლოდ დაურიგდათ.ხარაგაულის მუნიცალიტეტში მათგან 1 000 თუთის ნერგი დაირგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები