აღსრულების ბიუროსთან სროლების შედეგად დაჭრილ ანთაძეს ოპერაცია უტარდება

აღსრულების ბიუროს ეზოში ორმხრივი სროლის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილ ავთანდილ ანთაძეს ოპერაცია უტარდება. ის ერისთავის სახელობის საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე შემავალი ჭრილობა აღენიშნება.
„ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. მარჯვენა მხარის არეში გამავალი ჭრილობა, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. ამასთანავე, ჭრილობა აქვს მუცლის არეში, მარცხენა მხარეს და მარცხენა მუხლის არეში. პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. მიმდინარეობს გამოკვლევები, რის შემდეგადაც გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა“, – აცხადებს ერისთავის სახელობის საავადმყოფოს ექიმი ირინა ჯიქია.
ანთაძე 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს, მისი მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.
რაც შეეხება არჩილ მამაგეიშვილს, რომლის მისამართითაც ავთანდილ ანთაძემ ისროლა, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები