თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა

საფრანგეთში, ნიცაში, „ბასტილიის აღების დღეს“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით,  სამძიმრის ნიშნად, თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.
თბილისის მერი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, საფრანგეთის ხელისუფლებას, ფრანგ ხალხს და მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ნიცაში, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულზე – „ბასტილიის აღების დღეს“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.  ამ უმძიმეს წუთებში, მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ფრანგ ხალხსა და ქვეყნის ხელისუფლებას. ეს იყო საზარელი ტერორისტული აქტი, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სასტიკ დანაშაულს და მიმართულია მშვიდობისა და თავისუფლების წინააღმდეგ. ეს იყო თავდასხმა ცივილიზებული მსოფლიოს მთავარ ფასეულობაზე – თავისუფლებაზე. მე მჯერა და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ უმაღლეს ფასეულობაზე დაფუძნებული ცივილიზებული და დემოკრატიული სამყარო ერთობლივი ძალებით შეძლებს დაამარცხოს აღნიშნული სისასტიკე და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ – ნათქვამია დავით ნარმანიას სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები