კახა კახიშვილმა საქართველოში საფრანგეთის ელჩს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  ქალაქ  ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის ელჩს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„შოკირებული ვართ  ნიცაში დატრიალებული საშინელი ტრაგედიით. ვგმობთ ამ ბარბაროსულ ტერორისტულ აქტს,  ვიზიარებთ დიდ გულისტკივილს და თანავუგრძნობთ ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის ხელისუფლებას“, – აღნიშნავს მინისტრი სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები