თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები დასრულდა.
17:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და მიმდინარეობს ხმების დათვლა. თსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, აქტივობა დაფიქსირდა ყველა უბანზე, როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მხრიდან. მისივე თქმით, არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
„აქტიურად ვაკვირდებოდით არჩევნებს, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და დარღვევას ადგილი არ ჰქონია, საკმაოდ მაღალი იყო სტუდენტების აქტივობა“, -აღნიშნა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, საარჩევნო პროცესის დამკვირვებელმა ნათია თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები