ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

ქვეყნის მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული 11-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა.
დღეს ბაში-დაფნარის მონაკვეთი გაიხსნა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო.
საგზაო მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ჩქაროსნული გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის გახსნის შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ქალაქ სამტრედიაში შესვლის გარეშე, გაცილებით კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.
„ამ გზის მეშვეობით მგზავრებს საშუალება ექნებათ გვერდი აუქციონ მჭიდროდ დასახლებულ სამტრედიას და უფრო სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გააგრძელონ გზა. ეს არის კიდევ ერთი ქვეპროექტი იმ დიდი პროექტისა, რასაც საქართველოს სატრანზიტო ავტომაგისტრალის განვითარება ჰქვია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სამუშაოებში. მადლობას ვუხდი კონტრაქტორ კომპანიას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელმაც კარგი მენეჯმენტი გაუწია ამ პროექტს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და მის გუნდს, ჩვენს პარტნიორებს – იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB),“ –განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მოწესრიგებული და კომფორტული გზა მეტ შესაძლებლობას იძლევა ყველასთვის, რაც, მისი თქმით, ნიშნავს, რომ ქვეყანასაც და ხალხსაც გაუჩნდება მეტი შემოსავლის წყარო.
“ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება, სატრანზიტო გზების განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, მეტი სარგებელი მიიღოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით და სატრანზიტო ფუნქციით. ამ გზით ისარგებლებს ყველა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ბიზნესმენები, ჩვენი პარტნიორი და მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, რაც საქართველოს მოსახლეობას მოუტანს მეტ შემოსავალს“,– აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირკაშვილმა ბედნიერი მგზავრობა უსურვა ყველას და განაცხადა, რომ დღეს ამ გზაზე სიმბოლურად პირველები გაივლიან ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ხალხამდე მიაქვს სახელმწიფოს სერვისი. მისივე თქმით, ყველა სიახლე, რომელსაც მთავრობა ხალხის უკეთესი ცხოვრებისთვის აკეთებს, ამ გზით კიდევ უფრო სწრაფად მივა თითოეულ ოჯახამდე.
ბაში-დაფნარის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის (24 კმ-იანი გზის) 9 კილომეტრიან და სამტრედია-გრიგოლეთის (11.5 კმ-იანი გზის) 2 კილომეტრიან მონაკვეთებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბაშის კვანძიდან იწყება და არსებულ გზას დაფნართან უერთდება. ქუთაისისშემოვლითი–სამტრედიის გზის 9 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო 2 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, აშენდა 5 ხიდი და გზაგამტარი. სამშენებლო სამუშაოები,იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(JICA) დაფინანსებით კომპანია “TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ -მა განახორციელა. სამტრედია-გრიგოლეთის 2კილომეტრიანი მონაკვეთი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მოწყობას. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს. ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი.13669342_302046233473741_5444367942815171282_o 13680192_302046010140430_282451268670401123_o 13701227_302046230140408_3066687452899448618_o 13710602_302046023473762_494284684206169609_o 13710678_302046073473757_5915212360880131025_o 13710683_302046070140424_1420436338633728409_o 13724040_302046026807095_4851426928464848465_o 13737478_302046240140407_8207446811079965755_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები