საკრებულოში ჩინეთის პროვინცია განსუს წარმომადგენლებს უმასპინძლეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ და დეპუტატმა დავით უთმელიძემ ჩინეთის პროვინცია განსუს წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
სტუმრების დელეგაციას პროვინციის ვიცე-გუბერნატორი შიჯენ ჯენი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის დასაწყისში საკრებულოს წარმომადგენლები სტუმრებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს. გიორგი ალიბეგაშვილმა განსუს წარმომადგენლებს ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ჩინეთის რამდენიმე პროვინციასა და თბილისს შორის უკვე არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. საკრებულოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პროვინცია განსუს წარმომადგენლების ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და ის საქართველოს დედაქალაქსა და ჩინეთის პროვინციას შორის მომავალ მრავალმხრივ ურთიერთობებს ჩაუყრის საფუძველს.
თავის მხრივ პროვინცია განსუს ვიცე-გუბერნატორმა შიჯენ ჯენმა მასპინძლებს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და დელეგაციის ვიზიტის მიზნები გააცნო. აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსუს პროვინცია „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია და მათთვის „აბრეშუმის გზაზე“ მცხოვრებ ხალხებთან ურთიერთობის დამყარება ორმაგად უფრო საინტერესოა.
შიჯენ ჯენმა განსუსა და თბილისს შორის შესაძლო თანამშრომლობის სფეროებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებით გამოყო თბილისის ტურისტული პოტენციალი და ამ მიმარულებით თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. გარდა ამისა, სტუმრებმა აღნიშნეს, რომ განსუ აგრარული პროვინციაა და ამ სფეროშიც თბილისთან ურთიერთობების დამყარება მეტად პერსპექტიული იქნება.
შეხვედრაზე ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ და ბიზნესურთიერთობებზეც ისაუბრეს და თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები