გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში რომ ღვთისმშობლის კვართი ასვენია, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველას (ფოტო)

დღეს ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართს დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.
ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს პრემიერ -მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა მართლმადიდებელ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაული მიულოცა.
„ის, რომ საქართველოში ასვენია ღვთისმშობლის კვართი, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველას. მინდა მივულოცო დღევანდელი დღე მთელს საქართველოს, მთელს საქრისტიანოს. მინდა განსაკუთრებით მივულოცო სამეგრელოს, ამ უმშვენიერეს კუთხეს ჩვენი ქვეყნისა და უმშვენიერეს ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. ყველას ვუსურვებ მშვიდობას და ვუსურვებ უკეთეს ხვალინდელ დღეს!“ – განაცხადა პრემიერმა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა.
მართლმადიდებლური ეკლესია 15 ივლისს, ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს – ვლაქერნობას აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გადააბრძანებენ და აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ ამ უდიდეს სიწმინდეს.
13710003_301988066812891_4180994135281673364_n 13729016_301988123479552_9034807969743790184_n 13680648_301988080146223_1472644573654616207_n 13731446_301987953479569_8741076704811972007_n 13697065_301988283479536_6248023411480893792_n 13654121_301988130146218_2008963081129859768_n 13669730_301988280146203_7571429847633364053_n 13690742_301987950146236_3310909864750452925_n 13716059_301987946812903_3872381943138046427_n                                                          13652276_10206373360924490_81872643_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები