ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან – ისინი დირექტორის გადადგომას ითხოვენ

ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის დავით კინწურაშვილის გადადგომის მოთხოვნით დასის წევრები აქციას მართავენ. ამჟამად აქცია მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარეობს, თუმცა მანამდე დასის წევრები კულტურის სამინისტროსთან იყვნენ შეკრებილები.
აქციის მონაწილებს მიაჩნიათ, რომ დავით კინწურაშვილი არაპროფესიონალია და კომუნიკაციას ვერ ამყარებს ადამიანებთან. აქციის მონაწილეები ოპერის დირექტორს ნეპოტიზმშიც ადანაშაულებენ. იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი არ დატოვებს თანამდებობას, ისინი სეზონის დახურვით იმუქრებიან და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები