გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში „ვლაქერნობას“ დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი დღეს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში „ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრება.
დღესვე, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სამტრედიის შემოვლითი გზის (ბაში-დაფნარის მონაკვეთი) გახსნის ღონისძიებაში. როგორც ცნობილია, მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული 11-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი სამტრედიაში შესვლის გარეშე შეუერთდება გრიგოლეთის გზას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები