ხვალ საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს ეწვევა

ხვალ საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს ეწვევა.
10:30 საათზე, გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში „ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრება.
16:00 საათზე პრემიერ–მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სამტრედიის შემოვლითი გზის ( ბაში-დაფნარის მონაკვეთი) გახსნის ღონისძიებაში. მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული 11-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა–აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი სამტრედიაში შესვლის გარეშე შეუერთდება გრიგოლეთის გზას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები