ფართომასშტაბიან აქციას – „ერთი კვირა სხვისთვის“ საკრებულოს დეპუტატებიც შეუერთდნენ (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაცია „შენთვის ანუ ყველასთვის“ ფართომასშტაბიან აქციას – „ერთი კვირა სხვისთვის“ თბილისის საკრებულოს თანამშრომლები და მაჟორიტარი დეპუტატები შეუერთდნენ. მათ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
აქციის მნიშვნელობას მიესალმა მთაწმინდის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძე და მთაწმინდის გამგეობის სახელით მსგავსი ტიპის აქციაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა. აღნიშნული საქმიანობის წამოწყებისთვის მან აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
აქციაში „ერთი კვირა სხვისთვის“ მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ასევე ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა კოლელიშვილმა. დეპუტატის განცხადებით, როდესაც ადამიანის სიცოცოხლეზეა საუბარი, თითოეულ გრამსაც კი მნიშვნელობა აქვს.
„თუ გვინდა, რომ ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ, მითუმეტეს, როდესაც ბავშვის სიცოცხლეზეა საუბარი, თითოეულ გრამსაც კი მნიშვნელობა აქვს. დღე და ღამე მზად ვარ შეძლებისდაგვარად, თუ ჩემი სისხლი ვინმეს რამეში გამოდგება, ყველანაირად გვერდში დავუდგე. უკვე მეოთხედ ვაბარებ სისხლს და ვფიქრობ, რომ აქციამ ფართომასშტაბიანი სახე უნდა მიიღოს“,-განაცხადა კოლელიშვილმა.
თავის მხრივ, აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსმა ელენე დუმბაძემ. მისი თქმით, თბილისის საკრებულო პატარების დასახმარებლად ყოველთვის მზად არის.
არასამთავრობო ორგანიზაცია „შენთვის, ანუ ყველასთვის“ 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ მრავალი საქველმოქმედო და სოციალური აქცია უზრუნველყო. ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება ქართული საზოგადოების აქტიურად ჩართვა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და სოციალური შინაარსის სასარგებლო საქმიანობაში.
ორგანიზაციამ ფართომასშტაბიანი აქცია „ერთი კვირა სხვისთვის“ გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება. აქციას ხვალ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუერთდება.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჩი ბალიაშვილის შეფასებით, აქცია წარმატებით მიმდინარეობს და პატარების დასახმარებლად სურვილს უამრავი ადამიანი გამოთქვამს. იგი მოსახლეობას აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

13680872_524970061028709_5813330975565232256_n 13697119_524970067695375_7177158326564919578_n 13699952_524969984362050_4957590264756084304_n 13711577_1121445451232666_1328620491_o 13716152_524970084362040_7560697182831535676_n 13731594_524969974362051_8562831857966881938_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები