ჯანდაცვის სამინისტროში სტუდენტების სამომავლო დასაქმების ხელშეწყობისთვის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტუდენტების სამომავლო დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული განათლების განვითარების, კოლეჯისა და სააგენტოს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერა სოციალური მომოსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა, ხოლო მეორე მხრივ კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა როინ ტაკიძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას.
მემორანდუმის მიზანია პროფესიული სტუდენტების სამომავლო დასაქმების და პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, კვალიფიციური კადრების აღზრდა, მხარეთა თანამშრომლობის გზით პროფესიულ სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება, პიროვნული პოტენციალის რეალიზების უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები