იოჰანეს ჰანი: ახლა ევროკავშირზეა დამოკიდებული, შეასრულოს თავისი დაპირება

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის დასაწყისში საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს. ამის შესახებ ევროკომისარმა ბათუმში, ევროინტეგრაციის თემაზე მე-13 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განაცხადა.
„ძალზე დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ვიზალიბერალიზაციის მიღება შესაძლებელი იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამას მანამდეც მივაღწიოთ. ამას ადასტურებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ევროპარლამენტში, რადგან არსებობს ფართო გაგება და აღიარება იმისა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა პირობა ყოველივე დისკუსიის გარეშე. ახლა ევროკავშირზეა დამოკიდებული, შეასრულოს თავისი დაპირება. თუ დამატებითად გახდა რამე საჭირო, მზად ვარ, ჩემი მხრიდან გავაკეთო ყველაფერი, რაც შესაძლებელია“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შემოღება აქამდე იმის გამო არ მოხდა, რომ ევროკავშირი ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებაზე მუშაობს, რაც გულისხმობს, რომ ევროკომისიას საშუალება ექნება, საჭიროების შემთხვევაში, გამარტივებული პროცედურით შეუჩეროს უვიზო რეჟიმი მესამე ქვეყანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები