„ერთი კვირა სხვისთვის“ პროექტის ფარგლებში პორტალ “კვირაში” სისხლის გაღების აქცია გაიმართა (ვიდეო, ფოტო)

არასამთავრობო ორგანიზაციის „შენთვის, ანუ ყველასთვის“ ფართომასშტაბიანი პროექტი – „ერთი კვირა სხვისთვის“ დაიწყო. აქციის მიზანია საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, ქველმოქმედებასა და სოციალურად სასარგებლო საქმიანობაში. “კვირას“ პრესკლუბში აქციის ორგანიზატორებმა და აქციის მონაწილეებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
„აქციის უმთავრესი მიზანია, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ჩვენი თანადგომით გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. ვაგრძნობინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სრულფასოვანნი არიან ისინი ჩვენი საზოგადოებისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენი კეთილი ნებით გაღებული სისხლით, ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს შპს „სისხლის ბანკი“ უზრუნველყოფს ყოველ დონორს ჩაუტაროს კვლევა სხვადასხვა პროფილით, რაც შემდეგ საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემები. ა(ა)იპ „შენთვის ანუ ყველასთვის“ გთავაზობთ, გახდეთ პარტნიორი ზემოთ აღნიშნული პროექტის, პირველი ეტაპის ფარგლებში, რათა ერთად დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. მიზანიც თხოვნაც არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ სისხლის ჩაბარება არ არის საზიანო, არამედ ის დიდი მადლი და სიკეთეა“, – თქვა ორგანიზაციის დამფუძნებელმა დავით ლოლიაშვილმა.

„კვირას“ პრესკლუბში ლეიკემიით დავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს საინფორმაციო პორტალი „კვირას“, რადიო „ჯაკოს“ თანამშრომლებმა, ტელეკომპანია „ტიფლის-ტვ“-ის წარმომადგენლებმა. აქცია სამი დღის განმავლობაში სამ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს შემდეგ აქტივობებს: 1. სისხლის გადასხმის აქცია – ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. 2. დასუფთავების აქცია – თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება (როგორც მატერიალური, ასევე ფიზიკური). მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული შპს „სისხლის ბანკის“ დახმარებით, მოწყობილია მოძრავი ლაბორატორიები, შერჩეულ ლოკაციებზე. ეს ლოკაციებია ერთ-ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, მედიაჰოლდინგი „კვირა“. აქციაში ჩართულ დონორებს, ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები: სისხლის ჯგუფი რეზუსფაქტორი სისხლის საერთო ანალიზი, აივინფექცია, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B, სიფილისი.

როგორც აქციის ორგანიზატორმა და „შენთვის, ანუ ყველასთვის“ დამფუძნებელმა დაჩი ბალიაშვილმა განაცხადა, მსგავსი აქციები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
“მსგავსი აქციები კიდევ ხშირად გამეორდება და ამით გვინდა, რომ საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განცდა ავამაღლოთ”, – აღნიშნა დაჩი ბალიაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „შენთვის, ანუ ყველასთვის“ დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ მრავალი საქველმოქმედო და სოციალური აქცია უზრუნველყო. ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება ქართული საზოგადოების, აქტიურად ჩართვა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და სოციალური შინაარსის სასარგებლო საქმიანობებში.
13654240_1396921390323847_2264722327350628833_n 13718737_1396921176990535_6942880306113673665_n 13669088_1396920146990638_6627136897840265820_n 13707777_1396919960323990_7653363769830452873_n 13686583_1396919943657325_316684490208714952_n 13680654_1396919870323999_8003674578571491203_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები