საირმის გორაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ საირმის გორაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ბორდიურები, ასფალტი დაიგო ტროტუარებსა და ჩიხებში შესასვლელ გზებზე.
დასრულებული სამუშოები დღეს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა ლუკა კანკავამ და გაიოზ ვასაძემ დაათვალიერეს.
„ეს საკმაოდ პრობლემური უბანია, რადგან დასახლება ფერდობზე მდებარეობს და ადგილობრივებს ძალიან უჭირდათ მოძრაობა დაზიანებული გზის გამო. ამ უბანში ჩვენ კაპიტალურად შევაკეთეთ და მოვაწყეთ 3005 კვადრატული მეტრი ფართობი,“ – განაცხადა გამგებლის მოადგილემ ლუკა კანკავამ.
საირმის გორაზე სამუშაოები კომპანია „ჯეუგრუპმა“ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები