მინა-პლასტიკის ახალ საწარმოში 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული დასაქმდება

70 ადამიანი იმუშავებს მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება. შესაბამისი განკარგულების პროექტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, 13 ივლისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
მინა-პლასტიკის ნაკეთობების საწარმოს შპს „კონსტრაქტ ვიჟენი“ შექმნის, რისთვისაც სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 326 000 ლარად გადაეცემა დიდი ლილოს დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. საწარმოს შესაქმნელად „კონსტრაქტ ვიჟენი“ 700 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გამოხატა სურვილი, ახალ საწარმოში დაასაქმოს ასევე 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის არიან გასამართლებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები