საერთაშორისო პენ-კლუბი ქართველი ჟურნალისტის, ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მოითხოვს

საერთაშორისო პენ-კლუბი საქართველოს ხელისუფლებისგან ცნობილი ჟურნალისტის, ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მოითხოვს. PEN International-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმის ყველა გარემოება უცნობია.
ცნობილია, რომ კორძაიას წინააღმდეგ აღძრულია საქმე „საზოგადოებრივი მოღვაწის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ ბრალდებით. სასამართლო პროცესი 2016 წლის 15 ივლისს უნდა გაიმართოს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კორძაიამ 2015 წელს ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობასთან ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კავშირზე სტატია დაწერა. მას შესთავაზეს, ეს ინფორმაცია არ გაევრცელებინა, მაგრამ ჟურნალისტმა უარი განაცხადა და ამის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ირაკლი კორძაია სხვადასხვა დროს „დილის გაზეთში“, რეზონანსში“, „24 საათში“ და The Georgian Times-ში მუშაობდა. ასევე ის თანამშრომლობდა ტელეკომპანიებთან „მაესტრო“ და „კავკასია“ და რადიო „მწვანე ტალღასთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები