იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის დანერგვისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

იუსტიციის მინისტრმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართეს. ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებთან შეხვედრა უზენაეს სასამართლოში გაიმართა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სამუშაო ჯგუფი, პირველ რიგში, საერთო სასამართლოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უკვე არსებულ სისტემებს შეისწავლის. ჯგუფი საჭიროებებს გააანალიზებს და ერთ-ერთ საპილოტე სასამართლოში დანერგავს ელექტრონული წესით საქმეების განაწილების პრინციპს.
სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილება მართლმსაჯულების სისტემაში გამორიცხავს ყველანაირ კორუფციას და  პიროვნულ  მიდგომებს, თავმჯდომარეების მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტას − ვის დააკისრონ ესა თუ ის კომპლექსური ან პოლიტიკურად სენსიტიური საქმე  განსახილველად.
იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა IT-ჯგუფი, რომელიც სასამართლოსთან ერთად იმუშავებს საქმეების ელექტრონული განაწილების პროგრამაზე. პროგრამა მართლმსაჯულების სისტემაში მომავალი წლიდან დაინერგება, როგორც ამას მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა ითვალისწინებს, და ის უსაფრთხოების მექანიზმების ჩათვლით მართვაში მართლმსაჯულების სისტემას გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები