მარტვილში სტიქიისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტიქიისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაიონული ცენტრისგან მოწყვეტილ სოფლებში გზებისა და ხიდების აღდგენითი სამუშაოები ტარდება.
მძიმე ტექნიკა მესამე დღეა მუშაობს მარტვილის სოფლებში, სადაც სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი საგზაო ინფრასტრუქტურას, ხიდებს, ნაპირსამაგრებს და სავარგულებს მიაყენა.
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს კოორდინაციას უწევს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დავით კოდუა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, გაეცნო საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი ლევან დვალი. სამეგრელო-ზემო სვანეთში, ძლიერი წვიმების და წყალმოვარდნების შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები. რეგიონულ შტაბს კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები