თეიმურაზ მურღულია გურიაში სტიქიის შედეგებს გაეცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია გურიის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მხარის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან ერთად, სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს ადგილზე გაეცნო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ლანჩხუთის სოფლების მამათისა და აცანას მიმდებარედ და საავტომობილო დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთზე ვითარება ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც დამცავი ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციები გაიცა.
გეოლოგების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ძირითადად ადგილი ჰქონდა მეწყრულ-კლდეზვავური და ღვარცოფული მოვლენების განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები