არასამთავრობო ორგანიზაცია „შენთვის, ანუ ყველასთვის“ ხვალიდან ფართომასშტაბიან პროექტს – „ერთი კვირა სხვისთვის“ იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „შენთვის, ანუ ყველასთვის“ იწყებს ფართომასშტაბიან პროექტს – „ერთი კვირა სხვისთვის“, რომლის მიზანიც საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა, ქველმოქმედებასა და სოციალურად სასარგებლო საქმიანობაში.
“კვირას“ პრესკლუბში აქციის ორგანიზატორებმა: „შენთვის, ანუ ყველასთვის“ დამფუძნებელმა დაჩი ბალიაშვილმა და სისხლის ბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ლოლიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ითქვა, რომ სამდღიანი ღონისძიება ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაა.
დავით ლოლიაშვილის განცხადებით, აქცია სტარტს აიღებს 13 ივლისს სამ ეტაპად განხორციელდება.
„ორგანიზაციის მიერ ინიცირებული, პროექტი „ერთი კვირა სხვისთვის“, მოიცავს, საქველმოქმედო და სოციალური შინაარსის მქონე, შემდეგ აქტივობებს: 1. სისხლის გადასხმის აქცია – ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. 2. დასუფთავების აქცია – თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება (როგორც მატერიალური, ასევე ფიზიკური).
პროექტის „ერთი კვირა სხვისთვის“, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას – სისხლის გადასხმის აქციით – აიღებს სტარტს და ის 3 დღის მანძილზე გაგრძელდება“, – განაცხადა დავით ლოლიაშვილმა.
ა(ა)იპ „შენთვის ანუ ყველასთვის“, ინიციატივით პროექტში, მონაწილეობას მიიღებენ მედიასაშუალებებისა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული შპს „სისხლის ბანკის“ დახმარებით, მოეწყობა მოძრავი ლაბორატორიები, შერჩეულ ლოკაციებზე. ეს ლოკაციებია ერთ-ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, მედიაჰოლდინგი „კვირა“. სისხლის ბანკის დირექტორის განცხადებით, აქციაში ჩართულ დონორებს, ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები:
სისხლის ჯგუფი რეზუსფაქტორი სისხლის საერთო ანალიზი, აივინფექცია, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B, სიფილისი.
„აქციის უმთავრესი მიზანია, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ჩვენი თანადგომით გავუხანგრძლივოთ მათ სიცოცხლე. ვაგრძნობინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სრულფასოვანი არიან ისინი ჩვენი საზოგადოებისთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენი კეთილი ნებით გაღებული სისხლით, ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს შპს „სისხლის ბანკი“ უზრუნველყოფს ყოველ დონორს ჩაუტაროს კვლევა სხვადასხვა პროფილით, რაც შემდეგ საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემები. ა(ა)იპ „შენთვის ანუ ყველასთვის“ გთავაზობთ, გახდეთ პარტნიორი ზემოთ აღნიშნული პროექტის, პირველი ეტაპის ფარგლებში, რათა ერთად დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. მიზანიც თხოვნაც არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ სისხლის ჩაბარება არ არის საზიანო, არამედ ის დიდი მადლი და სიკეთეა“, – თქვა დავით ლოლიაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „შენთვის, ანუ ყველასთვის“ დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ მრავალი საქველმოქმედო და სოციალური აქცია უზრუნველყო. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება ქართული საზოგადოების, აქტიურად ჩართვა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და სოციალური შინაარსის სასარგებლო საქმიანობებში. ჩვენი მიზანია, ასევე დავამკვიდროთ დემოკრატიული პრინციპები, დავიცვათ ადამიანის უფლებები და ავამაღლოთ მოსახლეობის განათლების დონე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები