ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც მელიქიშვილზე, კორპუსის ფანჯრიდან გადმოხტომას ცდილობდა, უვნებელი ჩამოიყვანეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადმოხტომას ცდილობდა, საპატრულო ეკიპაჟის წევრმა უვნებელი ჩამოიყვანა.
როგორც „კვირას“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ საპატრულო ეკიპაჟის წევრის გამოჩენამდე ახლობლები მამაკაცს ფანჯრიდან გადმოხტომის საშუალებას არ აძლევდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები