გიორგი კვირიკაშვილი კარელიაში დაღუპული მოზარდების მშობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რამაც მოზარდების სიცოცხლე იმსხვერპლა. თანაგრძნობას ვუცხადებ მოზარდების მშობლებსა და ოჯახებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში ნავებით გასეირნების დროს 15 ბავშვი დაიღუპა. ტრაგედია ლაშქრობის დროს მოხდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბავშვთა ბანაკის დამსვენებლები კარელიის რესპუბლიკაში მდებარე სიამოზეროს ტბაზე სამი ნავით სასეირნოთ წაიყვანეს. ნავებში 47 ბავშვი და ოთხი ინსტრუქტორი იმყოფებოდა. უამინდობის გამო, ორი ნავი გადატრიალდა. გარდაცვლილები 12-დან 17 წლამდე ასაკის იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები