დღეს დევნილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს დევნილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC). დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დევნილთა სათემო ორგანიზაციების, დევნილთა სფეროში მომუშავე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები. „მრგვალი მაგიდის“ ფარგლებში, თემაზე მომუშავე ორგანიზაციები განიხილავენ საკითხებს: დევნილთა ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოში, მათი საჭიროებები და გზები პრობლემის აღმოსაფხვრელად, მხარეების მაქსიმალური ჩართულობა დევნილთა საარსებო წყაროების გაზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
ამავე დღეს ცენტრ „აფხაზეთის“ ბოლო კვლევის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სწორედ პრობლემის შედეგებსა და საჭიროებებს ასახავს. დევნილთა კვირეულის ფარგლებში, რომელიც 18 ივნისიდან დაიწყო, ფონდ „აფხაზეთის“ მიერ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა როგორც დედაქალაქში, ასევე დევნილთა მსხვილ ჩასახლებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები