„თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ აქცია „ნუ მაბოლებ“ გამართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ აქცია სახელწოდებით „ნუ მაბოლებ“ გამართა.
ადგილზე შეკრებილები საზოგადოებას მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ იმ პოლიტიკურ, ძალებს, რომლებიც ხელს შეუშლიან მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა დაარეგისტრირა თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და მიმდინარეობს საკომიტეტო მოსმენები. პლენარულ სხდომაზე ცვლილებების გასატანად კი საჭიროა კანონპროექტზე მთავრობის დასკვნა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დასკვნის მთავრობისგან გამოგზავნა ჭიანურდება. აქტივისტები მთავრობას 21 ივნისამდე აძლევენ დროს, რათა მოამზადოს კანონპროექტზე დასკვნა და პარლამენტს გადაუგზავნოს.
maboleb

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები