თბილისის პარკებსა და ბაღებში გამწვანების სამუშაოები სრულდება (ფოტო)

თბილისში პარკებისა და ბაღების გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სხვადასხვა ჯიშის, 40 მარადმწვანე ხე ირგვება 9 აპრილის ბაღში, ვაკის პარკში, დედა ენის ბაღსა და ვერის ბაღში. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილთან, მერიისა და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
აქციის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფი“ 12 (სამმეტრიანი) ესპანურ სოჭს, 8 (ორმეტრიანი) ფორმირებულ ბზასა და 20 (ერთმეტრიანი) უთხოვარას ჯიშის ხეს რგავს.
„თბილისის სკვერებსა და პარკებში სრულდება საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები. დღეს ვატარებთ მონიტორინგს, იმისათვის, რომ ვნახოთ, რა გაკეთდა. მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის ყველა ძირითადი სკვერი და პარკი განახლებული და გამწვანებულია. ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ მოწესრიგებული გარემო დასვენებისა და გართობისათვის“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღნიშნულ ტერიტორიებზე, პირველ ეტაპზე, დაირგო ხეები და დეკორატიული ბუჩქები, მოეწყო საყვავილე თარგები, ახალი სარწყავი სისტემა და მწვანე გაზონი, დაიწყო შადრევნების რეაბილიტაცია.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, “თბილსერვის ჯგუფი” “9 აპრილის სახელობის ბაღის”, “დედა ენის ბაღის”, “დიღმის ტყე-პარკის”, “ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღის”, “მზიურის პარკის”, “რიყის პარკის”, “თბილისის ზღვის პარკის”, “ვაკის პარკის”, “ვერის ბაღისა” და “ვეტერანთა ბაღის” მოვლა-პატრონობას 2016 წლის მაისიდან ახორციელებს.
13435461_1355912824425314_9210149114884454501_n
13450069_1355912771091986_6432604807011159489_n
13432272_1355912767758653_9074013185229908584_n
13450269_1355913127758617_3840967453313550564_n
13427942_1355913201091943_3684180303429682294_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები