ბიულენტ ტირაში ქართველი ექიმებისთვის კონფერენციას ჩაატარებს

თურქეთის ჯანმრთელობის ცენტრის ,,აჯიბადენის”, ხელოვნური განაყოფიერების გინეკოლოგიისა და უშვილობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბიულენტ ტირაში ხვალ, 18 ივნისს საქართველოს ეწვევა. ის ქართველი ექიმებისთვის კონფერენციას ჩაატარებს. ცენტრი წელიწადზე მეტია მუშაობს საქართველოში, რამდენიმე ქართველი ექიმი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, აღნიშნულ კლინიკაში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
,,აჯიბადემის” კლინიკა აღჭურვილია უახლეს13487841_1289990627697800_1367992678_n
ი ტექნოლოგიებით, მსოფლიო სტანდარტების უიშვიათესი აპარატებით და ფლობს მეთოდოლოგიას, რომელიც პაციენტების მკურნალობისთვის მაქსიმალურ ეფექტს იძლევა. მსგავსი კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანია პირველ რიგში, პოტენციური პაციენტებისთვის აამაღლოს სერვისის ხარისხი, რაც გულისხმობს საშუამავლო კომპანიების გვერდის ავლით ბრენდმა და მისმა პაციენტებმა შეძლონ კომუნიკაცია. გარდა ამისა, ,,აჯიბადემის”კლინიკა გეგმავს გააძლიეროს წარმომადგენლობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ამით აამაღლოს ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის.
კლინიკა უკვე თანამშროლობს ,,ჯეო ჰოსპიტალის” ქსელთან და კლინიკა ,,ბომონდთან”, მომავალშიც იგეგმება ქართველი ექიმების გადამზადება თურქეთში. 18 ივნისს კონფერენციას 100 – მდე ქართველი ექიმი დაესწრება, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან. კონფერენციას დაესწრებიან ასევე საზოგადოებისა და მთავრობის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები