„ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოება“ დიმიტრი ერისთავს იუბილეს ულოცავს

“ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოება“ ქართველ მხატვარს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, საქართველოს სახალხო მხატვარს, „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელს, დიმიტრი ერისთავს 85 წლის იუბილეს ულოცავს.
„ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოება“ დიმიტრი ერისთავს დიდხანს სიცოცხლეს და ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას უსურვებს.
„დიმიტრი ერისთავის ღვაწლი ხელოვნებაში ყველასთვის ცნობილია.
მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბატონი დიმიტრი გახლავთ ლეგენდარული ამერიკელი-ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) დისშვილი – ერთადერთი უახლოესი ნათესავი. ამავდროულად, იგი არის ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი. ალექსანდრე ქართველის სახელის პოპულარიზაციის საქმეში მისი წვლილი განსაკუთრებით დასაფასებელია. ნიშანდობლივია, რომ წლევანდელი წელი არის საიუბილეო როგორც ბატონი დიმიტრისთვის, ასევე მისი საამაყო ბიძის – ალექსანდრე ქართველისთვისაც.
წელს ალექსანდრე ქართველს დაბადებიდან 120 წელი უსრულდება. საზოგადოება ემზადება 9 სექტემბერს ამ თარიღის ღირსეულად აღსანიშნავად. ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოება ულოცავს ბატონ დიმიტრის ამ იუბილეს, უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს და ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას“, – აღნიშნავენ „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოებაში“.
დიმიტრი ერისთავი დაიბადა 1931 წლის 18 ივნისს, თბილისში. 1950-1956 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხარტვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე. არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1957 წლიდან – საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობდა მრავალ ცნობილ გამოფენაში. ასევე არის მრავალი ცნობილი ქართული ფილმის მხატვარი, როგორიცაა: „ყვარყვარე“, „გზა მშვიდობისა, ჯაყო“, „იყო შაშვი მგალობელი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „გიორგობისთვე“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები