საქართველოში ჯანმრთელი ცხოვრების წახალისების მიზნით ახალი მოძრაობა – “ჩაანაცვლე” იწყება

საქართველოში ჯანმრთელი ცხოვრების წახალისების მიზნით ახალი მოძრაობა – „ჩაანაცვლე“ იწყება.
„ჩაანაცვლე“ არის საინფორმაციო პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა შეცვალოს ყოველდღიური პროდუქტების გამოყენება ისე, რომ უფრო ჯანმრთელად იცხოვროს.
პლატფორმა დაეთმობა სხვადასხვა თემას, პირველი საკითხი, რომელიც საზოგადოების ცნობიერების გაზრდისკენ არის მიმართული, არის პლასტმასის პროდუქციის ჩანაცვლება მინით.
მთელს მსოფლიოში, უფრო და უფრო მეტს საუბრობენ პლასტმასის უარყოფით გავლენაზე, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასე გარემოზე.
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ნაწილი, ნაწილობრივ ან მთლიანად უარს ამბობს, პლასტმასის პროდუქციის გამოყენებაზე და მოსახლეობას აფრთხილებს იმ შესაძლო ეფექტებზე, რაც პლასტმასის გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობაზე, სწორედ ამ საკითხის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ ეს კამპანია წამოგვეწყო.
ამ ეტაპზე დავამზადეთ საინფორმაციო რგოლი, რომელიც მედიის საშუალებით გავრცელდება.
ჩვენი ძირითადი მიზანია, მოსახლეობას ეტაპობრივად ავუხსნათ ის გზები, რომლითაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მარტივი პროდუქტების, ან ჩვევების ჩანაცვლებით შეიძლება, – განაცხადეს მოძრაობა „ჩაანაცვლეს“ ინიციატორებმა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები