ალექსანდრე ჯეჯელავა: საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად არის მომზადებული

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ქვეყანაში ეროვნულ გამოცდები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და  ამ მხრივ არანაირ სირთულეს არ ელოდებიან, – ამის შესახებ მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იგი “ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრში” ახლახან იმყოფებოდა და გამოცდების მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებით ცენტრის ხელმძღვანელობას ესაუბრა.
„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირ სირთულეს არ მოველით. საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად არის მომზადებული. მადლობაც ეკუთვნის ამ ცენტრს იმისათვის, რომ წლების განმავლობაში ეს საქმე ძალიან მაღალ დონეზე აიყვანეს“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წელსაც საგამოცდო პროცესი მშვიდობიანად ჩაივლის და ყველა აბიტურიენტს გამოცდებზე წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები