საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესაძლოა, მოწევა მთლიანად აიკრძალოს

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა სავალდებულო იქნება, ან მოწევა მთლიანად აიკრძალება. ამასთან, შესაძლოა, აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და ან სხვაგან ისეთი სახით, რაც თამბაქოს პროდუქციას ხილვადს გახდის.
თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაში შესაძლოა, ე.წ. ელექტრონული სიგარეტიც განისაზღვროს და შეზღუდვები მის გამოყენებაზეც გავრცელდეს. ამ და სხვა აკრძალვებს პარლამენტარ გუგული მაღარაძის ინიციატივით მომზადებული საკანონდმებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
“აკრძალვები შეეხება რესტორნებს, სასტუმროებს, კაფე-ბარებს და ასე შემდეგ. ჩვენ კანონში ამ მოთხოვნას ვდებთ, მაგრამ მათ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ვაძლევთ ვადას, რომ ან მოახერხონ და ცალკე მოსაწევი ადგილები გამოყონ, ან მოწევა მთლიანად აკრძალონ“, – აცხადებს გუგული მაღრაძე.
პარლამენტარმა პარლამენტის დღევანდელი ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რაც დიკუსიის საგანი გახდა. ბიუროს წევრების შეთანხმებით, კანონპროექტს პარლამენტი ჩვეულებრივი წესით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები