წყნეთი-ბეთანიის გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

წყნეთი-ბეთანიის გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 13 ივნისს სტიქიიდან წლისთავზე, წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით მიმდინარეობდა, დასრულებულია. ამასთან, დაწყებულია სტიქიის მიერ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის პროექტებზე მუშაობა.
კვლევის პროცესში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამერიკელი ექსპერტები. მათ გეოლოგიური სამუშაოები, ქართველ სპეციელისტებთან ერთად, უახლესი ტექნოლოგიით განახორციელეს. აღნიშნული კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე, გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ამავე პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, დამატებით, თბილისის მერიისგან, გადმოცემულ ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს: ,,მზიურის“ ტერიტორიაზე მდ. ვერეს ხეობაში მონოლითური რკინაბეტონის კედლის მშენებლობას და მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობების (ცხაურების) მოწყობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები