„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქეთი თაბაგარმა განაცხადა, 13 ივნისი თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა.
“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, მოვსულიყავით 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და არ დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ უმძიმეს ტრაგედიას შეეწირნენ”,-აღნიშნა ქეთი თაბაგარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები