თბილისში ავეჯის საწარმო შეიქმნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „ვუდმასტერს“ თბილისში, ღოღობერიძის ქ. N 67-ში 12 895 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ვუდმასტერი“ უზრუნველყოფს ავეჯის, მერქნისა და მისი ნაწარმის, ასევე ყველა სახის საათებისა და მათი ნაწილების მწარმოებელი საწარმოს შექმნას. წარმოების დაწყებიდან არანაკლებ ორი წლის განმავლობაში საწარმო განახორციელებს პროდუქციის წლიური მოცულობის არანაკლებ 3000 ერთეული ავეჯის, არანაკლებ 1500 ერთეული მერქნის ნაწარმის და არანაკლებ 50 ერთეული საათის და მათი ნაწილების წარმოებას.
სამინისტროს ცნობით, საწარმოს შექმნისთვის შპს „ვუდმასტერი“ 1 793 760 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ჯამში 50 სამუშაო ადგილს შექმნის.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 176 საწარმო დაფინანსდა, რის შედეგადაც 7500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. მთლიანი ინვესტიციების მოცულობა 400 მილიონ ლარს აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები