სანდრო ბრეგაძე ქორწინების თაობაზე რეფერენდუმის ჩავარდნის საკითხს პარტიების პასიურობას უკავშირებს

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარების საკითხის ჩავარდნას, პოლიტიკური პარტიების მხრიდან პასიურობას უკავშირებს.
ის მოუწოდებს პარტიების ლიდერებს, რომ თუ მათ, მართლაც, სურთ რეფერენდუმის ჩატარება, ჭკუის სწავლების ნაცვლად, იაქტიურონ.
„ყველა პოლიტიკურ პარტიას ვურჩევდი, რომ ჭკუის სწავლებას, აჯობებდა, ჩაერთონ ასეთი ტიპის საქმეში, რადგანაც ბატონი ზვიად ტომარაძის მიერ, საქართველოს პარლამენტში დაახლოებით 1 წლის წინ იყო შეტანილი ინიციატივა და არცერთ პოლიტიკურ პარტიას თუ ლიდერს არ გამოუთქვამს სურვილი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ინიციატივა გაჟღერებულიყო და შემდგომ ამას მსვლელობაც მისცემოდა. რომ არა მათი ინერტულობა, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი აქამდე არ მივიდოდა. ყველას ვურჩევდი, რომ თუ მათ, მართლაც, სურთ ამ საქმის გადაწყვეტა, ჭკუის სწავლების ნაცვლად ამ საქმეში ჩაერთონ“,- განაცხადა ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, „მრეწველთა პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ მოუწოდა მთავრობის წევრებს, ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე მათ საქართველოს პრეზიდენტისთვის მიემართათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები