დღეს სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი აღევლინება

2015 წლის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებთ სამების საკათედრო ტაძარში დღეს პანაშვიდი აღევლინება.
როგორც საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, 13 ივნისს არის სტიქიური უბედურების ერთი წლისთავი, რასაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.
„13 ივნისს არის სტიქიური უბედურების ერთი წლისთავი. რამდენიმე კაცი დაიღუპა და ჩვენ გვექნება პანაშვიდი“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისივე თქმით, ხუთშაბათს აღინიშნება მამადავითობა და მღვდელთმთავარი შეასრულებს წირვას, თავად პატრიარქი კი ეცდება, 12:00 საათზე პარაკლისი გადაიხადოს. ხოლო მომავალ კვირას, მისი უწმინდესობის თქმით, სულთმოფენობა და სამების საკათედრო ტაძრის დღეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები