კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მკვლელობა მოხდა. 18 წლის დავით კ-ს მისივე თანასოფლელმა, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა. დაჭრილი ყვარლის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დავით კ. სოფელ ალმატში სტუმრად, ნათესავის ოჯახში იმყოფებოდა, როდესაც მისივე თანასოფლელმა, ახალგაზრდა მამაკაცმა მიაკითხა და სახლიდან გაიყვანა. მკვლელობა, რომელსაც წინ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება უძღოდა, სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები