ვახტანგ ანთიამ თსუ-ს განვითარების გეგმა წარადგინა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  კანცლერობის კანდიდატები შეხვედრებს მართავენ. თავისი სამოქმედო გეგმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლებს პროფესორმა ვახტანგ ანთიამ გააცნო.

ვახტანგ ანთიამ უმაღლეს სასწავლებელში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

ანთიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი სწორად უნდა განისაზვროს.

 „უნივერსიტეტში წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას სჭირდება აუცილებლად სისტემური ხედვა, სისტემური გააზრება. რაც მთავარია, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ პროცესებში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა.”- განაცხადა ანთიამ.

https://www.youtube.com/watch?v=oJbHtW5eF2M

reportiori.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები