სკოლის გამოსაშვები გამოცდები 16-17 ივნისს დამატებით დაინიშნა
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 16-17 ივნისს დამატებით დაინიშნა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შესაბამისი ბრძანება დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, გამოცდები იმ პირებისთვის დაინიშნა, რომლებიც ობიექტური მიზეზით სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ.