„არიან პარტიები, რომლებიც დაპირებებს იძლევიან და დაპირებების უკან არგუმენტები არ აქვთ ხშირად“

არიან პარტიები, რომლებიც დაპირებებს იძლევიან და იმ დაპირებების უკან არგუმენტები არ აქვთ ხშირად, თუმცა ყველაზე მეტს, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუობს, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ექსპრემიერის აზრით, არსებობს იმის ხიფათი, რომ მოსახლეობა დაიბნეს, სწორად ვერ შეაფასოს ის ფასეულობები, რაც, მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა.
„არსებობს იმის ხიფათი, რომ მოსახლეობა დაიბნეს, სწორად ვერ შეაფასოს ის ფასეულობები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა; არ გაუჩნდეთ ილუზია, რომ ახალი ერთკაციანი პარტიები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, ფოკუსებს ჩაატარებენ; არ მოტყუვნდნენ და არ გადააფასონ. რატომ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“? ისევ ცოცხლები არიან ნათელაშვილები, კუკავები და ერთკაციანი პარტიები, რამდენიც გნებავთ და ამ ფონზე, როდესაც ყველას ყველაფრის უფლება აქვს, მათ შორის გამოთქმის, ქუჩაში გამოსვლის – მათ შეუძლიათ, მოსახლეობა დააბნიონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაჭირვებულია. ევროპაში მიდიან დღეს თავისუფლად, უყურებენ, როგორ ცხოვრობენ შვეიცარიაში; ჩამოდიან და აქ დანგრეული ეკონომიკა ხვდებათ, შეჭირვებული ოჯახები, ნახევრად ცარიელი მაცივრები – მათი ცდუნება შეიძლება უფრო მარტივად. თქვენ ნუ გგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მარტო ასეთი. პარტიები არიან, რომლებიც დაპირებებს იძლევიან და იმ დაპირებების უკან არგუმენტები არ აქვთ ხშირად, თუმცა ყველაზე მეტს, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები