ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ს: ბიძინა ივანიშვილი თქვენი ყოველდღიური მუშაობის მუზაა

„ისეთი განცდა მაქვს, რომ გყავთ პერსონალური სამიზნეები, რომელსაც თვლით თქვენს მტრად“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „რუსთავი 2“-ის მისამართით გააკეთა.
დეპუტატის თქმით, ტელეკომპანიის მხრიდან მას არაერთი პერსონალური თავდასხმა მიუღია.
„ისეთი განცდა მაქვს, რომ გყავთ პერსონალური სამიზნეები, რომელსაც თვლით თქვენს მტრად. ასეთი პერსონალური ჩამონათვალის სიაში, პირველ ნომერს ვერავინ წაართმევს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თქვენი ყოველდღიური მუშაობის მუზაა. სადღაც ამ ჩამონათვალის ხუთეულში თუ სამეულში არა, ნამდვილად მეც ვხვდები. რადგან ბევრი პერსონალური თავდასხმა მიმიღია თქვენი ტელევიზიის მხრიდან და უკვე მივეჩვიე. თუ იქამდე მივიდა საქმე, რომ დიდი ისტორიის მქონე ტელევიზიას ისე გაგიჭირდათ, რომ რაღაცა ბოდვებს და არასერიოზულ, მართლაც კომიკურ სიუჟეტებს იჯერებთ, იგონებთ და იყენებთ, ეს არის სერიზული პრობლემა თქვენი ტელევიზიისთვის. კანონი მიიღება იმისთვის, რომ თაროზე შემოდონ და მოსამართლეებმა უყურონ, როგორც უცხო ხილი თუ იმისთვის, რომ გამოიყენონ?! კანონი უნდა იყოს ამოქმედებული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატმა ტელეკომპანია იმ კითხვის გამო გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც დეპუტატი თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით დაუკავშირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები