ქუთაისს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზის სამუშაოები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ონფორმაციით, პროექტი სატუმბი სადგურების, რეზერვუარების და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს. სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მათი საერთო ღირებულება 86 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება და მასზე 200-მდე ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულების შედეგად, ქუთაისში საბოლოოდ მოგვარდება მრავალი წლის მანძილზე არსებული სასმელი წყლის პრობლემა და მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები