ლაშა აბაშიძე: სტიქიის შემდეგ სვანიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა

„ჩვენ გამოვისყიდეთ ის სახლები, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაში იყო, ხოლო სახლებს, რომლებსაც რემონტი სჭირდებოდათ, დავუფინანსეთ რემონტი“, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ სვანიძის ქუჩის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლაშა აბაშიძემ ქალაქის მერთან – დავით ნარმანიასთან და თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან – გივი კუბლაშვილთან ერთად სვანეთის ქუჩა დაათვალიერა.
ლაშა აბაშიძის განმარტებით, სტიქიის შემდეგ მოხდა სვანიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, დაიგო ასფალტი, ასევე მოხდა ინსფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება.
„სვანიძის ქუჩა იყო ერთ-ერთი ისეთი ეპიცენტრი, რომელიც ყველაზე ძლიერად დაზიანდა. აქ მთლიანად დაიტბორა ქუჩა. ჩვენ გამოვისყიდეთ ის სახლები, რომლებიც მოექცა პირველ კატეგორიაში, ხოლო მეორე კატეგორიის სახლებს დავუფინანსეთ რემონტები. შეიძლება ითქვას, რომ სრულად მოხდა დაზიანებული სახლების დემონტაჟი და გამოთავისუფლებულ ადგილზე გვსურს სარეკრეაციო ზონა შევქმნათ, ასევე აღნიშნულ ქუჩაზე დავაგეთ გზა და გავიყვანეთ კომუნიკაცია“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები