ბიძინა ივანიშვილი ხვალ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს შეხვდება

„ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი უძილაურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ, 7 ივნისს საქართველოს ეროვნული მაუწყებლების ჟურნალისტებს შეხვდება.
გიორგი უძილაურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი 14 ივნისს ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას. რაც შეეხება რეგიონულ მედიას, გიორგი უძილაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მათთან შეხვედრას, რეგიონებში ჩასვლის პარალელურად გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები