ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ახალი ფორმატი დღეს დაანონსდება

ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ახალი ფორმატი დღეს დაანონსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ”ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი უძილაური სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, სადაც აღნიშნულია, რომ შეთანხმება ვერ შედგა ვერც ”რუსთავი 2-თან” და ვერც ”ტაბულასთან”.
„მოკლედ, ივანიშვილის შეთავაზებაზე – შემდგარიყო მისი შეხვედრა ”რუსთავი 2”-თან და ”ტაბულასთან” და საუბარი პირდაპირი ეთერით გადაცემულიყო, ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობამ უარი თქვა. ”ტაბულამ” გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრისთვის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ფორმატით: მხოლოდ ”ტაბულა” და ივანიშვილი. ამის შემდეგ ”ტაბულას” მიეცა ახალი შეთავაზება, სხვა ტელეარხის, ან ტელეარხების წარმომადგენლებთან ერთად მომხდარიყო შეხვედრა ივანიშვილთან. თუმცა, ეს შეთავაზებაც უარყოფილ იქნა, რადგან ისინი თანახმანი იყვნენ, მხოლოდ “მსგავსი სარედაქციო პოლიტიკის” მქონე არხთან ერთად შეხვედროდნენ ყოფილ პრემიერს. ასეთ არხად კი ”ტაბულა” მხოლოდ “რუსთავი 2”-ს მიიჩნევს… მოკლედ, ორი შეთავაზება უარყოფილია. საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა ამ ორი არხის წარმომადგენელთა და ივანიშვილის შეხვედრა – არ უნდათ, ნუ უნდათ. ორშაბათს დაანონსდება სულ სხვა ფორმატი”, – წერს უძილაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები