ევროპის წამყვანი ნეიროქირურგი სამედიცინო ცენტრში „ინოვა“ პაციენტებისათვის უფასო კონსულტაციებს გამართავს

13-14 ივნისს სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ ევროპის წამყვან ნეიროქირურგს, რურის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის კლინიკის დირექტორს, პროფესორ ალბრეხტ ჰარდერსს მასპინძლობს. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, პაციენტებს საშუალება ექნებათ, უფასოდ მიიღონ კონსულტაციები ევროპის წამყვანი სპეციალისტისაგან. ვიზიტის განმავლობაში ასევე დაგეგმილია ოპერაციების ჩატარებაც. აღსანიშნავია, რომ პროფესორ ჰარდერსს საერთაშორისო აღიარება მოუტანა არა მხოლოდ პრაქტიკულმა საქმიანობამ, არამედ სამედიცინო განათლებაში შეტანილმა მნიშვნელოვანმა წვლილმაც. ოპერაციები ჩატარდება უახლესი მეთოდების გამოყენებით.
პროფ. ალბრეხტ ჰარდერსთან კონსულტაციაზე მოხვედრის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 514 232 200.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები