ფონდმა „ქართუმ“ ბოტანიკურ ბაღს იშვიათი ჯიშის პალმა – იუბეა აჩუქა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ბაღის საპარკე ნაწილს ახალი ხე მცენარე – პალმების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი იუბეა ამშვენებს.
„იუბეა (Jubaea) პალმების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია, რომელიც უმეტესად სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ კი, ჩილეში გვხვდება. მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე – 1.5 მეტრს.
IUCN -ის საკონსერვაციო სტატუსის მქონე ეს ძვირფასი მცენარე პირველად შემოვიდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციაში. იშვიათი ეგზოტი უკვე ამშვენებს ბაღის საპარკე ნაწილს და თავისი სილამაზით იქცევს დამთვალიერებელთა ყურადღებას“ – აცხადებენ ბოტანიკურ ბაღში.
„მათი მოვლა საქართველოს კლიმატურ პირობებში პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. იუბეა -15 გრადუს ყინვასაც კი უძლებს, მას მარტივად შეუძლია სხვადასხვა კლიმატურ ზონასთან ადაპტირება და შესაბამისად, ზრდასა და განვითარებაში ტემპერატურის ცვალებადობა ხელს ვერ შეუშლის. მცენარე ძვირფასი შენაძენია ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციისათვის“, – აცხადებს ნიადაგმცოდნე, პროფესორი თემურ ნაკაიძე.
ბოტანიკური ბაღი მადლობას უხდის ფონდ „ქართუს“ ამ საჩუქრისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები